სისხლის სამართლის კანონმდებლობით ადამიანების დასჯა განსხვავებული მოსაზრებების გამო ხდება, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„ლეგიტიმაციას კანონმდებლობის გამკაცრება არ სჭირდება. სისხლის სამართლის კანონმდებლობით ადამიანების დასჯა ხდება იმის გამო, რომ მათ განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ლეგიტიმაციას ხალხის საყოველთაო მხარდაჭერა სჭირდება, რაც, სამწუხაროდ, „ოცნებას“ არ აქვს. რა ნაბიჯებსაც დგამენ, ეს შეიძლება შეფასდეს არა მხოლოდ ავტოკრატიული რეჟიმის დამყარებისკენ გადადგმულ ნაბიჯად, არამედ, ფაქტობრივად, დიქტატურისკენ. გაუგებარ კანონებს იღებენ, რომლის ერთადერთი მიზანია, „ოცნებამ“ ძალაუფლება ყველაფრის ფასად შეინარჩუნოს“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.