უნგრეთი განაგრძობს იმ სამშვიდობო ძალისხმევის მხარდაჭერას, რომელსაც აშშ უკრაინაში ომის დასრულების მიზნით ახორციელებს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ორბანის თქმით, დონალდ ტრამპი რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ყოფილიყო, ეს ომი არ დაიწყებოდა
"უნგრეთი განაგრძობს იმ სამშვიდობო ძალისხმევის მხარდაჭერას, რომელსაც აშშ უკრაინაში ომის დასრულების მიზნით ახორციელებს... დონალდ ტრამპი რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ყოფილიყო, ეს ომი არ დაიწყებოდა და ახლა რომ პრეზიდენტი არ იყოს, შანსიც კი არ გვექნებოდა, რომ ომი მშვიდობით დასრულდეს. არ მახსოვს - თუმცა პოლიტიკაში დაახლოებით 30 წელია ვარ ჩართული - ბოლოს როდის იყო ორ ერს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე, ასეთი დაბალანსებული და ასეთი მეგობრული. ამიტომ, გულწრფელ მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს", - განაცხადა ორბანი.