სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს ვლადიმერ კონსტანტინიდი უხელმძღვანელებს, დაზვერვის სააგენტოს კი, მიხეილ ძაგნიძე.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად ვლადიმერ კონსტანტინიდი დაინიშნა. სუს-ის მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – დაზვერვის სააგენტოს მიხეილ ძაგნიძე უხელმძღვანელებს“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.