ვფიქრობ, რუსეთს არასდროს ჰქონია რაიმე სხვა მიზანი, გარდა უკრაინის ოკუპაციისა, სულ მცირე, რაც მათ სურთ, არის დონბასი, - ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთი არწმუნებს აშშ-ს, რომ „თუ უკრაინა დამოუკიდებლად გაიყვანს თავის ჯარებს დონბასიდან, მშვიდობა უფრო სწრაფად დადგება“, ზელენსკის თქმით, ეს, არსებითად, მათი ერთადერთი მოთხოვნაა.
„ვფიქრობ, მათ არასდროს ჰქონიათ რაიმე სხვა მიზანი, გარდა უკრაინის ოკუპაციისა. სულ მცირე, რაც მათ სურთ, არის დონბასი, დონეცკის ოლქი, მაგრამ 100%-ით.
იმისთვის, რომ ეს საკუთარი საზოგადოებისთვის გამარჯვებად წარმოაჩინოს და შესაძლოა არა საზოგადოებისთვის (...), არამედ საკუთარი თავისთვის“, - თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ კრემლის ხელმძღვანელს შეუძლია თავისი ნებისმიერი გადაწყვეტილება რუსეთის საზოგადოებას „მიჰყიდოს“.
მან აღნიშნა, რომ უკრაინას უბრალოდ არ შეუძლია საკუთარი ტერიტორიიდან გასვლა სხვა სუვერენული ტერიტორიების სანაცვლოდ, სადაც ათასობით ადამიანი ცხოვრობს.
„ეს იყო ისტორიული შეცდომა, რომ 2014 წელს პუტინის ქმედებებს არავინ გამოეხმაურა... მაშინ მისი არმია რუსული ფორმების გარეშე მოვიდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ მათ ჯერ კიდევ ეშინოდათ. 2022 წელს ისინი ფორმით მოვიდნენ, რაკეტებით ხელში... თუ მას ამ გამარჯვების განცდის შესაძლებლობას მივცემთ, არ ვიცით, რას იზამს შემდეგ“, - განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ მან ეს არგუმენტები ამერიკულ მხარეს გადასცა", - განაცხადა ზელენსკიმ..
მან ასევე აღნიშნა, რომ პირობით ნეიტრალურ ზონაში ამერიკული ჯარების ან სხვა კონტინგენტების პოტენციური ყოფნის შემთხვევაშიც კი, ვერავინ შეძლებს სრულად გააკონტროლოს, თუ რა მოხდება უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. რა
ზელენსკიმ ასევე იმედი გამოთქვა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ომის შესაძლო დასრულების შესახებ მოლაპარაკებების პროცესი რუსეთის მოლაპარაკების გუნდში ცვლილებების გამო არ შეფერხდება.