რუსეთის მიერ სამი თავდასხმა იყო უკრაიანში აზერბაიჯანის საელჩოზე, რა თქმა უნდა, ეს არამეგობრულია,,- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
"სამი თავდასხმა განხორციელდა აზერბაიჯანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე უკრაინაში და ასევე სამი თავდასხმა განხორციელდა აზერბაიჯანის საელჩოზე უკრაინაში. პირველი თავდასხმის შემდეგ, შეგვეძლო გვევარაუდა, რომ ეს იყო შემთხვევითი და ჩვენს რუს კოლეგებს მივაწოდეთ აზერბაიჯანის დიპლომატიური წარმომადგენლობების კოორდინატები, მათ შორის საკონსულო დეპარტამენტის, ჩვენი კულტურული ცენტრების და ყველაფრის. ამის მიუხედავად, კიდევ ორი თავდასხმა განხორციელდა. ამიტომ, ეს იყო განზრახ თავდასხმა აზერბაიჯანის დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არამეგობრულია აზერბაიჯანის მიმართ,“ - განაცხადა ალიევმა.