უკრაინის თავდაცვის ძალებმა, მას შემდეგ, რაც რუს ოკუპანტებს Starlink-ის ტერმინალების გამოყენება აეკრძალათ ფრონტის ხაზზე კონტრშეტევა დაიწყეს.
გამოცემა The Telegraph ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლოკალური კონტრშეტევები დაიწყეს სამხრეთ დობროპილსა და ჩრდილოეთ ვარვარიოვკას შორის ფრონტის ხაზზე პოზიციებს შორის კომუნიკაციის აღსადგენად.
მედიის ცნობით, გავრცელებულ რუკებზე ნაჩვენებია კონტრშეტევა დნიპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქების საზღვრიდან არც თუ ისე შორს, ტერნუვატის, დობროპილიასა და ზალიზნიჩნეს მახლობლად.
ISW-ის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უკრაინის კონტრშეტევა არის პასუხი ბრძოლის ველზე ხელსაყრელ პირობებზე, რომლებიც ნაწილობრივ რუსეთის მიერ Starlink-ის ტერმინალების დაკარგვის შედეგად შეიქმნა.
გამოცემაში აღნიშნულია, რომ რუსული დანაყოფების თითქმის 90%-მა კონტაქტი დაკარგა მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა ამ თვის დასაწყისში სერვისის გათიშვა დაიწყო.
ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ოკუპანტები „შაჰედებზე“ Starlink-ის ტერმინალებს ამონტაჟებდნენ.
გარდა ამისა, რუსეთის კომუნიკაციებს ასევე დარტყმა მიაყენა კრემლის გადაწყვეტილებამ, დააწესოს ახალი შეზღუდვები Telegram-ის, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსი ჯარისკაცების მიერ გამოყენებული პოპულარული აპლიკაციის, გამოყენებაზე.