საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო დარწმუნებულია, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები ამავდროულად მთელი ევროპისთვის უსაფრთხოების გარანტიებიცაა.
„ჩვენ, დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან და კიდევ 30 ქვეყანასთან ერთად, შევქმენით ყველა დროის უდიდესი კოალიცია, რათა მოვამზადოთ უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც ამოქმედდება ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, რათა მომავალში უკრაინის წინააღმდეგ აგრესია შეუძლებელი იყოს. რადგან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ევროპის უსაფრთხოების გარანტიებია...
„სწორედ ამიტომ ვახორციელებთ ზეწოლას რუსეთზე, ვუჭერთ მხარს უკრაინას, ვემზადებით მშვიდობისთვის და ვქმნით, პირველად ჩვენს ისტორიაში ნატო-ს გარეთ, მტკიცე უსაფრთხოების გარანტიებს, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ როდესაც დრო დადგება, აგრესია აღარასდროს განახლდება“, - განაცხადა ბარომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.
კითხვაზე, დათანხმდებოდა თუ არა ვლადიმირ პუტინი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც ფაქტობრივად გულისხმობს ნატო-ს ძალების განლაგებას უკრაინაში მნიშვნელოვანი ზეწოლის გარეშე, მინისტრმა აღნიშნა, რომ თუ არ არსებობს უსაფრთხოების გარანტიები, რაც მოიცავს უკრაინული არმიის აღდგენას, ყოფნას ხმელეთზე, ზღვაზე და ჰაერში, სარეზერვო მექანიზმითა და გარკვეული სამართლებრივი ვალდებულებებით, „მაშინ არ არსებობს უსაფრთხოების გარანტიები და
ამავდროულად, ბარომ გამოთქვა რწმენა, რომ დრო რუსი ხალხის წინააღმდეგ თამაშობს და რუსეთის ხელმძღვანელობისთვის ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება მათ ინტერესებში უნდა იყოს.