აშშ-ში, სამხრეთ კაროლინას შტატის უნივერსიტეტის კამპუსში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე ერთი დაშავდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ინციდენტი გუშინ საღამოს, Hugine Suites-ის საცხოვრებელ კომპლექსში მოხდა.
უნივერსიტეტმა ადგილობრივი დროით დაახლოებით 21:15 საათზე გამოაცხადა კარანტინი და ის ძალაში რჩება. გამოძიებას სამხრეთ კაროლინას სამართალდამცავი ორგანოების დეპარტამენტი ხელმძღვანელობს.
უნივერსიტეტში დღეს ლექციები გაუქმდა და სტუდენტები ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას იღებენ. სროლის შესაძლო დამნაშავისა და მისი მოტივის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.