ივანიშვილს მყარად აქვს გადაწყვეტილი, ყველა ქართველის განათლების დონის, საკუთარ განათლების დონემდე დაყვანა, ე.ი. განათლებული ადამიანების გაქრობა საქართველოში , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.
„ილიაუნი, რომელიც ჩემს დროს და ჩემი აქტიური მონაწილეობით შეიქმნა - იხურება. მოხდა ის, რასაც მე ვამბობდი და ვაფრთხილებდი, მათ ვისაც „გეპეის“ არ გაუქმება გაუხარდა.
აი, მიადგნენ ილიაუნის, შემდეგ ეგრევე მოჰყვება „საქართველოს უნივერსიტეტი“ და „თავისუფალი უნივერსიტეტი“. ამის შემდეგ „კავკასიის“ და სხვები.
ივანიშვილს მყარად აქვს გადაწყვეტილი, ყველა ქართველის განათლების დონის, საკუთარ განათლების დონემდე დაყვანა, ე.ი. განათლებული ადამიანების გაქრობა საქართველოში. ახლა კი წავიდეს ზოგიერთი და "ედებატონ" პითეკანთროპებს.
ამასობაში ჩვენთან ზეიმით აღნიშნეს აიათოლების ხელისუფლებაში მოსვლის წლისთავი”, - წერს სააკაშვილი.