უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საომარი მოქმედებები, შესაძლოა, ზაფხულისთვის დასრულდეს, თუ რუსეთს ამის სურვილი ექნება.
„რაც შეეხება იმას, შეიძლება თუ არა ომის დასრულება, შეხედეთ: ეს მხოლოდ უკრაინაზე არ არის დამოკიდებული, ეს ამერიკაზეცაა დამოკიდებული, რომელმაც ზეწოლა უნდა მოახდინოს - ბოდიშს გიხდით, რომ უნდა გააკეთოს, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს - ზეწოლა უნდა მოახდინოს რუსეთზე. თუ სურვილი იქნება არა მხოლოდ უკრაინული მხრიდან, არამედ აგრესორის მხრიდანაც, მაშინ ზაფხულისთვის საომარი მოქმედებების დასრულებას შევძლებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინელებისთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ იარსებებს უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც რუსეთის აგრესიას შეუძლებელს გახდის და თუ ის მაინც წავა ამაზე, უკრაინელებმა იცოდნენ, რომ ქვეყანა მარტო არ იქნება და ძლიერი დაცვა ექნება.