"რადიო თავისუფლებას" აშშ-ის საელჩოდან განუცხადეს, რომ სუს-ის უფროსს აშშ-ში "სტანდარტული, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდნენ".
"აშშ-ის ოფიციალური პირები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე ორიენტირებული სტანდარტული, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდნენ“ , - უპასუხა საქართველოში აშშ-ის საელჩომ „რადიო თავისუფლებას“.
გამოცემის ცნობით, საელჩო არ აზუსტებს შეხვედრის მონაწილეთა ვინაობას.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომ სუს-ის უფროსი, მამუკა მდინარაძე 7-10 თებერვალს, თავისი კოლეგების მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.