სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სუს-ის უფროსი, მამუკა მდინარაძე 7-10 თებერვალს, თავისი კოლეგების მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.
უწყების ცნობით, შეხვედრა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი 7-10 თებერვალს, თავისი კოლეგების მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. შეხვედრა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა", - წერს სუსი.
4 თებერვალს პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა: "მთავარი, რაც დღეს ხდება, არის ის, რომ მორიგი შიკრიკი ჰყავს გაგზავნილი ივანიშვილს აშშ-ში, არც მეტი არც ნაკლები, სუს-ის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის სახით. ის იმყოფება აშშ-ში" . ინფორმაცია მოგვიანებით სუს-მა არ დაადასტურა და თქვა, რომ ის თბილისში, სამსახურში იმყოფებოდა.