11 თებერვლის ღამეს, ვოლგოგრადზე დრონებით მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა, რამაც ადგილობრივ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მასშტაბური ხანძარი გამოიწვია.
დაახლოებით შუაღამისას, ქალაქისა და მისი შემოგარენის მაცხოვრებლებმა აფეთქებების ხმა გაიგეს.
გავრცელებული ცნობებით, დრონები, სავარაუდოდ, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაეჯახა, რის შემდეგაც ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
მოგვიანებით ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ბოჩაროვმა განაცხადა, რომ დრონებით თავდასხმა განხორციელდა „ვოლგოგრადის ოლქშუ ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე“.
მისი თქმით, ხანძარი ვოლგოგრადის სამხრეთით მდებარე ქარხნის ტერიტორიაზე გაჩნდა, მისივე თქმით, დაშავებულები არ არიან.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა, ღამით 108 უკრაინული დრონი ჩაჭრეს და გაანადგურეს.