პორტუგალიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. პირველ ტურში სოციალისტური პარტიის კანდიდატმა ანტონიო ხოსე სეგურომ ხმების 31%-ზე მეტი მიიღო.
მემარჯვენე პოპულისტური პარტია Chega-ს („საკმარისია“) ლიდერმა, ანდრე ვენტურამ ამომრთჩეველთა ხმების 23,5% მოიპოვა.
ამ ეტაპზე ვენტურას პრაქტიკულად არანაირი შანსი არ აქვს. AFP-ის ცნობით, ბოლო გამოკითხვების თანახმად, სეგურა 67%-ით ლიდერობს.
1986 წლის შემდეგ პირველად, საპრეზიდენტო კანდიდატებიდან ვერცერთმა პირველ ტურში ხმების 50%-ზე მეტი ვერ მიიღო.
ამჟამად, პორტუგალიაში ძლიერი წვიმებია, რპმელსაც თან ახლავს შტოტმი „მარტა“. ქვეყნის მატერიკული ნაწილის 13 რაიონში ნარინჯისფერი გაფრთხილებაა გამოცხადებული, რაც საფრთხის სიმაღლით მეორე დონეა.
ამან შეიძლება ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა გამოიწვიოს. მანამდე ვენტურამ უამინდობის გამო არჩევნების გადადება მოითხობა, თუმცა ეს მოთხოვნა უარყვეს.