„ირანი არ აპირებს მოლაპარაკებებს თავისი სარაკეტო პროგრამის შესახებ“.ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ Al Jazeera-თან ინტერვიუში განაცხადა.
მან ასეთი მოლაპარაკებები წმინდა თავდაცვით საკითხად შეაფასა.
არაღჩიმ აღნიშნა, რომ ვაშინგტონთან ბოლო კონტაქტები „კარგი საწყისი წერტილია“, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნდობის აღსადგენად ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი.
მინისტრმა განაცხადა, რომ წინა დღეს გამართული მოლაპარაკებები არაპირდაპირი ფორმატით გაიმართა და მხოლოდ ბირთვული საკითხებით შემოიფარგლა.
„გამდიდრების აკრძალვის საკითხი ირანისთვის განხილვის საგანი არ არის. ურანის გამდიდრება ირანის უფლებაა და ის უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა არაღჩიმ.
მან დასძინა, რომ დაბომბვებმაც კი ვერ შეძლო ირანისთვის ამ სფეროში შესაძლებლობების ჩამორთმევა.
ამავდროულად, არაღჩიმ აღნიშნა, რომ ირანი მზადაა გამდიდრების საკითხთან დაკავშირებით სანდო შეთანხმებისთვის.
„რაკეტებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არც ახლა და არც მომავალში შეუძლებელია, რადგან ეს თავდაცვის საკითხია“, - აღნიშნა მან.
არაღჩიმ ასევე განაცხადა, რომ ირანის ბირთვული საკითხის მოგვარება მხოლოდ მოლაპარაკებების გზით არის შესაძლებელი.
„ამერიკელებს და რეგიონის ქვეყნებს ვეუბნებით, რომ [აშშ-ის თავდასხმის შემთხვევაში] ჩვენი სამიზნე იქნება რეგიონში განლაგებული ამერიკული ბაზები და არა რეგიონის ქვეყნები - და ამათ შორის განსხვავებაა“.
არაღჩის თქმით, ომის შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს და ირანი ასეთი სცენარისთვის მზადაა.