აშშ-ის საზღვაო ძალების საავიამზიდო დამრტყმელმა დაჯგუფებამ ავიამზიდ USS Abraham Lincoln-ის მეთაურობით, არაბეთის ზღვაში გადასვლა დაასრულა. ამის შესახებ პარასკევს აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა.
სარდლობამ აღნიშნა, რომ სამხედრო თვითმფრინავებმა გემების ჯგუფს გადაუფრინეს.
USS Abraham Lincoln-ის საავიამზიდო დაჯგუფება არაბეთის ზღვაში, ირანის სანაპიროებიდან რამდენიმე ასეულ კმ-ში იმყოფება
შეგახსენებთ. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 28 იანვარს განაცხადა, რომ ამერიკული გემების „არმადა“ ირანისკენ მიემართება და იმედი გამოთქვა, რომ თეირანი დათანხმდება მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას და „შეთანხმების“ მიღწევას, რომელიც ბირთვული იარაღის სრულ უარყოფას გულისხმობს.