პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში შიიტი მუსლიმების მეჩეთში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 31 ადამიანი დაიღუპა და 169 დაშავდა.
ადგილობრივი მედიის თანახმად, აფეთქება პარასკევის ლოცვის დროს მოხდა.
აფეთქება, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა განახორციელა. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ქვეყნის პრეზიდენტმა, ასიფ ალი ზარდარიმ სამძიმარი გამოუცხადა აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს და თქვა, რომ უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის დასჯა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია.
შიიტები 241-მილიონიან, ძირითადად სუნიტურ მუსლიმურ ქვეყანაში უმცირესობას წარმოადგენენ.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.