მოსკოვში გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმირ ალექსეევზე თავდასხმა განხორციელდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, 6 თებერვალს, მოსკოვში, ვოლოკოლამსკოეს გზატკეცილზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, ჯერ კიდევ დაუდგენელმა პირმა ალექსეევს რამდენჯერმე ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული ქალაქის საავადმყოფოში მოათავსეს.
ვლადიმირ ალექსეევი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილეა.