აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა ვიქტორ ორბანის ხელახლა არჩევას უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.
„უნგრეთის უაღრესად პატივცემული პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი, ნამდვილად ძლიერი და გავლენიანი ლიდერია, რომელსაც ფენომენალური შედეგების მიღწევის დადასტურებული გამოცდილება აქვს.
ის დაუღალავად იბრძვის თავისი დიდი ქვეყნისა და საყვარელი ხალხისთვის, ისევე როგორც მე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.
ვიქტორი გულმოდგინედ მუშაობს უნგრეთის დასაცავად, ეკონომიკის გასაზრდელად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ვაჭრობის ხელშეწყობისთვის, არალეგალური იმიგრაციის შესაკავებლად და კანონისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად!
უნგრეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებმა თანამშრომლობის ახალ სიმაღლეებს და ჩემი ადმინისტრაციის დროს შთამბეჭდავ მიღწევებს მიაღწია, რაც დიდწილად პრემიერ-მინისტრ ორბანის დამსახურებაა.
მოუთმენლად ველი მასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა ჩვენმა ორივე ქვეყანამ გააგრძელოს წინსვლა წარმატებისა და თანამშრომლობის ამ შესანიშნავ გზაზე.
სიამაყით ვუჭერდი მხარს ვიქტორს 2022 წელს ხელახლა არჩევისას და დიდი პატივია, რომ ამას კვლავ გაბაკეთებ.
ვიქტორ ორბანი ნამდვილი მეგობარი, მებრძოლი და გამარჯვებულია და მას ჩემი სრული და უპირობო მხარდაჭერა აქვს უნგრეთის პრემიერ-მინისტრად ხელახლა არჩევისთვის. ის იმედს არასდროს გაუცრუებს უნგრეთის დიდებულ ხალხს!“, - დაწერა მტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში.