არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოლაპარაკებების პროცესი დაიწყო სამმხრივ ფორმატში, როემლშიც უკრაინა, შეერთებული შტატები და რუსეთი მონაწილეობენ.
ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში წერს.
„შემდეგ, სამუშაოები მიმართულებების მიხედვით ცალკეულ ჯგუფებში განხორციელდება, რის შემდეგაც პოზიციების განმეორებითი ერთობლივი სინქრონიზაცია იგეგმება.
ჩვენ ვმუშაობთ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მკაფიო დირექტივების ფარგლებში, რათა მივაღწიოთ ღირსეულ და ხანგრძლივ მშვიდობას,“ - განაცხადა უმეროვმა.
უმეროვმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების თითოეული ეტაპის მიმდინარეობის შესახებ ზელენსკის ეცნობება.