იაპონიაში დიდთოვლობას, სულ მცირე, 30 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.
სტიქიამ განსაკუთრებით ქვეყნის ჩრდილოეთით და დასავლეთით მდებარე რეგიონები დააზარალა.
მედიის ცნობით, ჰოკაიდოს რეგიონის უდიდეს ქალაქში, საპოროში გზების თოვლისგან გაწმენდაში თოვლის საწმენდი 1 000-ზე მეტი მანქანაა ჩართული.
ქალაქ აიმორში, ხელისუფლებამ გაწმენდით სამუშაოებში თავდაცვის ძალების ჯარისკაცებიც ჩართო.