ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის კომპანია X-ის ფრანგულ ოფისებში ჩხრეკა ჩატარდა. პროკურატურის კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებამ ჩხრეკები ევროპოლისა და საფრანგეთის პოლიციის კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის მხარდაჭერით ატარებდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
პარიზის პროკურატურის განცხადებით, ჩხრეკა 2025 წლის იანვარში დაწყებული გამოძიების ნაწილია და იგი სოციალური პლატფორმა X-ის მიერ ალგორითმების ბოროტად გამოყენებასა და მონაცემების თაღლითურად მოპოვებას ეხება.
ილონ მასკი და X-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ლინდა იაკარინო გამოძიების ფარგლებში 20 აპრილს დაგეგმილ მოსმენაზე დაიბარეს.
მედიის ცნობით, გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც პარტია „რენესანსის“ ლიბერალმა კანონმდებელმა, ერიკ ბოთორელმა „იქსზე“ ალგორითმული მიკერძოების და მის მენეჯმენტში სავარაუდო ჩარევის შესახებ შეშფოთება გამოთქვა.