უკრაინამ Starlink-თან ერთად, პირველი ნაბიჯები გადადგა, რასაც რუსული დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში სწრაფი შედეგები მოჰყვა , - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, მიხაილო ფედოროვი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, შემდეგი ნაბიჯი არის სისტემის დანერგვა, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე მხოლოდ ნებართვის მქონე ტერმინალების მუშაობას დაუშვებს.
„უახლოეს დღეებში ჩვენ გამოვაქვეყნებთ ინსტრუქციებს უკრაინელი მომხმარებლებისთვის, თუ როგორ დარეგისტრირდნენ Starlink-ზე ვერიფიკაციისთვის. დაუდასტურებელი ტერმინალები გაითიშება“, - აღნიშნა ფედოროვმა.
მან აღნიშნა, რომ რეგისტრაციის პროცესი მარტივი, სწრაფი და მომხმარებლისთვის მოსახერხებელი იქნება. დეტალური ინსტრუქციები მალე გამოქვეყნდება.
„მადლობა Starlink-სა და SpaceX-ს თანამშრომლობისა და უკრაინელების მხარდაჭერის პროაქტიული პოზიციისთვის“, - განაცხადა ფედოროვმა.