აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელად ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილი წევრის, კევინ უორშის კანდიდატურა წარადგინა.
„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ კევინ უორშის ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე წარვადგენ... კევინს დიდი ხანია ვიცნობ და ეჭვი არ მეპარება, რომ ის ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი უდიდესი ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი და შესაძლოა საუკეთესოც კი“, - დაწერა პრეზიდენტმა Truth Social-ზე.
უორში ფედერალური რეზერვის მმართველთა საბჭოს წევრის თანამდებობას 2006 წლის თებერვლიდან 2011 წლის მარტამდე იკავებდა. ამავდროულად, ის გახდა საბჭოს ყველაზე ახალგაზრდა წევრი - იმ დროს ის 35 წლის იყო.
ის ასევე წარმოადგენდა ფედერალურ სარეზერვო სისტემას G20-ზე და მსახურობდა ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენლად აზიაში.