აშშ-ში ზამთრის შტორმის შემდეგ დაღუპულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა. ABC News-ის ინფორმაციით, მათი უმეტესობა ავტოსაგზაო შეთხვევებს ემსხვერპლა.
მისისიპიში სტიქიას, სულ მცირე, 14 ადამიანი ემსხვერპლა. ტენესის შტატში, 13 ადამიანია დაღუპული. ლუიზიანაში კი სტიქიას, სულ მცირე, 9 პირი ემსხვერპლა.
ამასთან, მედიის ცნობით, ნიუ იორკში, მინიმუმ, 10 ადამიანი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს.
მედიის ცნობით, სტიქია განსაკუთრებით ძლიერი ქვეყნის სამხრეთ შტატებშია. მათივე ინფორმაციით, სტიქიამ ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება გამოიწვია.
მხოლოდ მისისიპის შტატში ელექტროენერგიის გარეშე 95 000-ზე მეტი აბონენტია დარჩენილი. ამასთან, ელექტროენერგია 93 000-ზე მეტ აბონენტს არ მიეწოდება ტენესის შტატში.
სინოპტიკოსები შაბათ-კვირას უკიდურესად დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.