გრანტების ე.წ. კანონი და მეწარმეებისთვის აზრის გამოთქმის აკრძალვა თანამედროვეობის ყველაზე უარეს დიქტატორებსაც არ მოსვლიათ თავში, ნუ გრანტებზე ჩვენებმა ისწავლეს, სომხეთში ან სხვა ქვეყნებში ხსნიან ანგარიშებს და შემოაქვთ საარსებო ფული - სააკაშვილი
გრანტების ე.წ. კანონი და მეწარმეებისთვის აზრის გამოთქმის აკრძალვა თანამედროვეობის ყველაზე უარეს დიქტატორებსაც არ მოსვლიათ თავში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სააკაშვილი მიმართავს ბიზნესს, რომ ოპოზიციის დაფინანსება, როგორც პერსონალურად მათი, ასევე, ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზაა.
„რაც შეეხება გრანტების ე.წ. კანონს და მეწარმეებისთვის აზრის გამოთქმის აკრძალვას, ასეთი რამე თანამედროვეობის ყველაზე უარეს დიქტატორებსაც არ მოსვლიათ თავში..
ნუ გრანტებზე ჩვენებმა უკვე ისწავლეს - სომხეთში ან სხვა ქვეყნებში ხსნიან ანგარიშებს და ეგრე შემოაქვთ საარსებო ფული. ხოლო ბიზნესს იმიტომ შეეხნენ, რომ ბიზნესმა აშკარად დაიწყო ოპოზიციის დაფინანსება, იმიტომ, რომ მიხვდა ეს მისთვის გადარჩენის ერთადერთი შესაძლებლობაა.
ის სიტუაცია, რომ იქით ივანიშვილია და აქეთ მარტო 1-2 პერსონაჟი და მთავრობის და ოპოზიციის ფინანსებიც მონოპოლიზებულია - ქვეყნისთვის ძალიან ცუდია.
ამ ბოლო დროს, როგორც ჩანს გამოჩნდნენ სხვებიც, რომლებიც მინიმალურად, მაგრამ მაინც ეხმარებიან აქტივისტებს და ოპოზიციურ ჯგუფებს და ჯაყო ამით უკიდურესად შეშფოთებულია.
მინდა მივმართო საშუალო და წვრილ ბიზნესს - ოპოზიციის დაფინანსება და თქვენ მიერ საკუთარი აზრის თამამად გამოხატვა - თქვენი და ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზაა!”, - წერს სააკაშვილი.