კოლუმბიის ხელისუფლების განცხადებით, ოთხშაბათს ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 13 მგზავრი და ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა. მათგან არავინ გადარჩენილა.
ინფორმაციას CNN კოლუმბიის სამოქალაქო ავიაციის სამსახურსა და ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
CNN აღნიშნავს, რომ თვითმფრინავის მგზავრებს შორის კოლუმბიელი კონგრესმენი დიოგენეს კვინტერო იმყოფებოდა.
კვინტეროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თვითმფრინავის გაუჩინარების შემდეგ მასთან და მის ასისტენტთან კავშირი დაკარგეს.
კოლუმბიის ტრანსპორტის მინისტრმა, მარია ფერნანდა როხასმა, განაცხადა, რომ სახელმწიფო ავიაკომპანია Satena-ს საკუთრებაში არსებულ თვითმფრინავთან აფრენიდან კავშირი მალევე დაიკარგა.
თვითმფრინავი კუკუტადან ოკანიაში, ნორტე დე სანტანდერის ჩრდილო-აღმოსავლეთ დეპარტამენტში მიფრინავდა.