სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ უარყო Politico-ს ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ მან ევროპელ ლიდერებთან შეშფოება გამოთქვ მისი „ფსიქოლოგიური მდგომარეობის“ გამო.
Politico წყაროებზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიcომ 22 იანვარს, ბრიუსელში ევროკავშირის საგანგებო სამიტის ფარგლებში, ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობით შოკირებული იყო.
ორმა დიპლომატმა გამოცემას განუცხადა, რომ ფიცო, ევროკავშირის იმ მცირერიცხოვან ლიდერთაგან ერთ-ერთია, რომელიც ხშირად უჭერს მხარს ტრამპის პოზიციას ევროპის სისუსტეებთან დაკავშირებით, შეშფოთებული იყო აშშ-ის პრეზიდენტის „ფსიქოლოგიური მდგომარეობით“.
მათი თქმით, ფიცომ სიტყვა „საშიში“ გამოიყენა იმის აღსაწერად, თუ როგორ გამოიყურებოდა აშშ-ის პრეზიდენტი 17 იანვარს ფლორიდაში, ტრამპის მარ-ა-ლაგოს სასახლეში გამართული მათი კერძო შეხვედრის დროს.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა უარყო ეს ინფორმაცია, მას „ტყუილი“ უწოდა და თქვა, რომ მას ეს ტრამპის შესახებ არ უთქვამს.
„არავის არაფერი გაუგია, არავის არაფერი უნახავს, არც მოწმეები არიან, მაგრამ ამან Politico-ს ტყუილების შეთხზვაში ხელი არ შეუშალა“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.
ფიცომ დასძინა, რომ ბრიუსელში არაფორმალურ სამიტზე ის სიტყვით არ გამოსულა და არავისთან უსაუბრია.
„მე ღიად გავაკრიტიკე ეს სამიტი, მისი მომზადება და მოწვევა. სამიტზე არაფორმალურად არცერთ პრემიერ-მინისტრთან ან პრეზიდენტთან არ მისაუბრია შეერთებულ შტატებში ჩემი ვიზიტის შესახებ“, - განაცხადა სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა.
მან ასევე განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში მისი ვიზიტის ჩაშლის მცდელობა იყო.
„მე ვეთანხმები აშშ-ის პრეზიდენტის ბევრ სტრატეგიას, მაგრამ ზოგიერთს არ ვეთანხმები. გულწრფელად რომ ვთქვა, ველოდი, რომ ვენესუელასთან დაკავშირებით ჩემი მკაცრი განცხადების შემდეგ, შეერთებულ შტატებში ჩემი ვიზიტი გაუქმდებოდა. ეს არ მომხდარა, რაც მაფიქირებინებს კიდევ უფრო მეტად დაცაფასო აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრა“, - დასძინა ფიცომ.