ირანი ნებისმიერ თავდასხმას ისეთს პასუხს გასცემს, რომ ინანებთ, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ესმაილ ბაგაეიმ განაცხადა.
მისი თქმით, ირანი ახლა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს.
„ირანის ისლამური რესპუბლიკა ენდობა საკუთარ შესაძლებლობებს და ითვალისწინებს წარსულ გამოცდილებას, განსაკუთრებით ივნისის გმირული ბრძოლის გამოცდილებას და იმაზე უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა“, - აღნიშნა ესმაილ ბაგაეიმ.