ევროკავშირის 27-ვე წევრმა ქვეყანამ ოფიციალურად მიიღო რეგულაცია ევროკავშირში რუსული, როგორც მილსადენის გაზის, ისე თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტის შესახებ. ახალი წესები ასევე მოიცავს ზომებს ენერგომომარაგების ეფექტური მონიტორინგისა და დივერსიფიკაციისთვის.
ახალი წესები, ასევე, მოიცავს ზომებს ენერგომომარაგების ეფექტური მონიტორინგისა და დივერსიფიკაციისთვის.
„აკრძალვა ამოქმედდება რეგულაციის ძალაში შესვლიდან ექვსი კვირის შემდეგ. არსებულ კონტრაქტებს გარდამავალი პერიოდი ექნება. ეს ეტაპობრივი მიდგომა შეზღუდავს ზემოქმედებას ფასებსა და ბაზრებზე. თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის სრული აკრძალვა 2027 წლის დასაწყისიდან ამოქმედდება, ხოლო მილსადენური გაზის იმპორტის - 2027 წლის შემოდგომიდან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ევროკავშირის ქვეყნები, გაზის იმპორტზე ნებართვის გაცემამდე, ვალდებულნი იქნებიან, გაადაამოწმონ ქვეყანა, სადაც გაზი იქნა წარმოებული. ახალი წესების შეუსრულებლობამ შეიძლება ჯარიმა გამოიწვიოს: მინიმუმ 2.5 მილიონი ევრო ფიზიკური პირებისთვის და მინიმუმ 40 მილიონი ევრო კომპანიებისთვის, ან კომპანიის მთლიანი წლიური ბრუნვის მინიმუმ 3.5%, ან სავარაუდო ტრანზაქციის ბრუნვის 300%.
ევროკავშირის საბჭო აღნიშნავს, რომ ეს რეგულაცია მნიშვნელოვანი ეტაპია REPowerEU-ის მიზნის მისაღწევად, რაც რუსულ ენერგორესურსებზე ევროკავშირის დამოკიდებულების დასრულებას გულისხმობს.
2026 წლის 1-ელ მარტამდე ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა მოამზადონ ეროვნული გეგმები გაზის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის და გამოავლინონ რუსული გაზის ჩანაცვლების პოტენციური სირთულეები. ამ მიზნით, კომპანიები ვალდებულები იქნებიან, აცნობონ ხელისუფლებას და კომისიას რუსული გაზთან დაკავშირებით დარჩენილი ნებისმიერი კონტრაქტის შესახებ.