უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას შეხვდა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან, ძირითადად, „უკრაინის ენერგეტიკული სისტემის მხარდაჭერაზე“ ისაუბრა.
„რუსეთი ყოველდღიურად ესხმის თავს ჩვენს ენერგეტიკულ სექტორს. ამის შესახებ გიტანასს ვაცნობე, ასევე უკრაინის ენერგეტიკული მდგრადობისა და საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საჭიროებების შესახებ. მადლობა მხარდაჭერისთვის: ლიეტუვამ უკვე გადაწყვიტა, დაეხმაროს უკრაინის ქალაქებსა და თემებს თითქმის ასი გენერატორის გადაცემით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ცალკე განიხილეს სამხედრო თანამშრომლობის საკითხი, ერთობლივი თავდაცვის პროექტები, ლიეტუვის წინადადება ვილნიუსში იარაღის ექსპორტის პლატფორმის გახსნის შესახებ, PURL -ისინიციატივის მხარდაჭერისა და SAFE პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები.
„ჩვენი დიპლომატია ასევე მოლაპარაკებების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. მან გაგვიზიარა მშვიდობისთვის დიპლომატიური მუშაობის უახლესი დეტალები - აბუ დაბიში უკრაინის, ამერიკის და რუსეთის დელეგაციებს შორის გამართული შეხვედრების შესახებ.
უკრაინა, როგორც ყოველთვის, ყველაფერს აკეთებს ომის დასასრულებლად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი მეუღლესთან ერთად ლიეტუვაში დღეს ჩავიდა.