სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარი მუსიკალური ჯგუფის შექმნის შესახებ განაცხადა და მსმენელი მის პირველ კონცერტზე მიიწვია.
ფაშინიანმა ჯგუფის ლოგო და სახელი სოციალურ ქსელში გააზიარა.
ჯგუფს „ვარჩაბენდი“ ჰქვია - სახელწოდება შედგება სომხური სიტყვა „პრემიერის“ და სიტყვა „ბენდის“ პირველი ორი მარცვლისგან.
ჯგუფის პირველი კონცერტი სომხეთის დედაქალაქ ერევანში 30 იანვარს გაიმართება.
დასწრება მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციის მქონე პირებისთვის იქნება შესაძლებელი.
„გეპატიჟებით საცეკვაო მოედანზე. ჩვენ დავუკრავთ, თქვენ იცეკვებთ“, - დაწერა ფაშინიანმა სოციალურ ქსელში.
მანამდე, სომხეთის მთავრობის მეთაურმა გამოაქვეყნა რამდენიმე ვიდეო, სადაც ის დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავს.
ის, სავარაუდოდ, ჯგუფის მომავალ კონცერტებზე, რომელიც როკისა და ჯაზის ელემენტებს აერთიანებს, დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრას გააგრძელებს.