შაბათს, მინესოტას შტატის ქალაქ მინეაპოლისში, ფედერალურმა აგენტებმა კაცი მოკლეს, რაც ქალაქში ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეორე შემთხვევაა, რომელიც იმიგრაციის კონტროლის გამკაცრების ფონზე მოხდა. ამის შესახებ Reuters წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სასაზღვრო სამსახურის აგენტებმა თავდაცვის მიზნით ცეცხლი გაუხსნეს კაცს, რომელიც მათ პისტოლეტითა და ორი მჭიდით მიუახლოვდა.
მინეაპოლისის პოლიციის უფროსმა ბრაიან ო’ჰარამ განაცხადა, რომ მოკლული კაცი ქალაქის 37 წლის მკვიდრი, სავარაუდოდ, აშშ-ის მოქალაქე იყო.
კაცის იარაღის ტარფების უფლება ჰქონდა და ნასამართლევი არ ყოფილა.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში აგენტებსა დ კაცს შორის ფიზიკური დაპირისპირება, რასაც სროლა მოჰყვა.
სროლის შედეგად კაცი მიწაზე ეცემა და კიდევ რამდენიმე გასროლის ხმა ისმის.
მინეაპოლისის მერმა, ჯეიკობ ფრეიმ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შტატში იმიგრაციის კონტროლის ოპერაციების დაუყოვნებლივ დასრულებისკენ მოუწოდა.
„კიდევ რამდენი მცხოვრები, კიდევ რამდენი ამერიკელი უნდა დაიღუპოს ან მძიმედ დაშავდეს, სანამ ეს ოპერაცია შეწყდება?“ - განაცხადა ფრეიმ პრესკონფერენციაზე.
შტატის გუბერნატორმა და ორმა სენატორმა ასევე მოუწოდეს ფედერალურ აგენტებს, დატოვონ შტატი.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ ტრამპი სროლის შესახებ ინფორმირებულია.
მომხდარიდან წინა დღეს ქალაქში 10 000-ზე მეტი ადამიანი ქუჩაში საპროტეტსო აქციაზე გამოვიდა ტრამპის მიერ შტატში 3 000 ფედერალური აგენტის გაგზავნბასთან დაკავშირებით..
მაცხოვრებლები აღშფოთებას გამოთქვამდნენ რამდენიმე ინციდენტის, მათ შორის აშშ-ის მოქალაქის რენე გუდის მკვლელობის, აშშ-ის მოქალაქის დაკავების, რომელიც სახლიდან საცვლებით გაიყვანეს და ბავშვების, მათ შორის 5 წლის ბიჭის, დაკავების გამო.
ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ხუთშაბათს მინეაპოლისს ეწვია, რათა იმიგრაციის სამსახურის წარმომადგენლებისთვის მხარდაჭერა გამოეხატა და ადგილობრივ ლიდერებსა და აქტივისტებს დაძაბულობის განმუხტვისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურს მნიშვნელოვანი მისია აქვს - იმიგრაციის წესების დამრღვევების დაკავება.