უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მომავალ კვირას, 1-ელ თებერვალს გაგრძელდება.
ამის შესახებ Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი, აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება.
ეს შეხვედრა 23-24 იანვარს აბუ-დაბიში გამართული ორდღიანი მოლაპარაკებების რაუნდის გაგრძელება იქნება.
„აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის სამმხრივი მოლაპარაკებები მომავალ კვირას (8 დღეში) აბუ-დაბიში განახლდება“, - განაცხადა რავიდმა.