აბუ დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მიმდინარეობს.
რუსული მედიის ინფორმაციით, მხარეებს შორის შეხვედრები სხვადასხვა ფორმატებში იმართება.
ასევე, მედია წერს, რომ დელეგაციების გადაწყვეტილებით, შეხვედრები კვლავ დახურულ ფორმატში გრძელდება.
შეგახსენებთ, გუშინ აბუ დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.