აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კუბის საზღვაო ბლოკადას განიხილავს, რათა ქვეყანაში ნავთობის მიწოდება შეწყდეს.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ცნობით, ასეთი გადაწყვეტილების მიღწევას ტრამპის ადმინისტრაციაში კუბის მთავრობის ზოგიერთი კრიტიკოსი ცდილობს და მათ მხარს უჭერს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.
საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, დამტკიცდება თუ არა ეს ზომა, ჯერ არ არის მიღებული.
თუმცა, წყაროების ცნობით, ნავთობის იმპორტზე სრული ბლოკადის დაწესება ერთ-ერთი ვარიანტია, რომელიც ტრამპს შეიძლება შესთავაზონ კუბის კომუნისტური მთავრობის დასამხობად.
ამავდროულად, მათი თქმით, ადმინისტრაციაში გრძელდება განხილვა ასეთი რადიკალური ნაბიჯის მიზანშეწონილობის შესახებ.
ვენესუელადან ნავთობის მიწოდების შეწყვეტამ, ასევე ამ მოცულობების ნაწილის გაყიდვიდან შემოსავლის დაკარგვამ, რომელსაც ჰავანა უცხოური ვალუტის საშოვნელად იყენებდა, უკვე სერიოზულად დაასუსტა კუბის ეკონომიკა.
ნავთობის იმპორტის სრულმა შეჩერებამ შეიძლება ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვიოს, ამიტომ ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენელი ასეთ ზომებს ეწინააღმდეგება.