ირანელ ჯარისკაცებს ხელი ჩახმახზე აქვთ, – ამის შესახებ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელმა, მოჰამად პაკპურმა განაცხადა.
„ჩვენ ვაფრთხილებთ კრიმინალურ, ბოროტ და ანტიადამიანურ მტრებს, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებს და მატყუარა და რასისტ სიონისტურ რეჟიმს, ისწავლონ ისტორიული გამოცდილებიდან და ის, რაც მათ [ივნისში] 12-დღიანი ომის დროს განიცადეს, რათა თავიდან აიცილონ ნებისმიერი შეცდომა. თუ ისინი რაიმე შეცდომას დაუშვებენ, მათ უფრო მტკივნეული და სამწუხარო ბედი ელით“, - განაცხადა მოჰამედ პაკპურმა გავრცელებულ მიმართვაში.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ძალებმა ისე გააძლიერეს ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობები და უსაფრთხოება, როგორც არასდროს.