დღეს საქართველო ბევრად მზადაა ცვლილებებისთვის, ვიდრე 2003 წელს. მე რომ გარეთ ვიყო, ამათ ერთ კვირაში დავასრულებდი, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისი თქმით, ერთადერთი შანსი ყველა პარტიის გაერთიანებაა.
"არსებობს აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც ჩემს კურსს უჭერს მხარს. ასევე არსებობს მიშას ახალი თაობა. თქვენთან ერთად ვემზადები მომავლისთვის. დღეს საქართველო ბევრად მზადაა ცვლილებებისთვის, ვიდრე 2003 წელს იყო. მე რომ გარეთ ვიყო და საქართველოში გადაადგილება შემეძლოს, ამათ ერთ კვირაში დავასრულებდი. ერთადერთი შანსი ყველა პარტიის გაერთიანებაა. რაზე ვჭამთ ერთმანეთს? იქეთ მხარეს ჭაობია, აქეთ – სიმართლე. ეს არის ბარბაროსებისა და ბიძინა სასტიკის მიერ დაპყრობილი ქვეყანა, ყველაზე მატყუარა თავზე მოაჯდა საზოგადოებას, ნიჭიერება უნიჭობას ამარცხებს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმის განხილვა მიმდინარეობს.