სამართალდამცავ ორგანოებზე თავდასხმებსა და ქრისტიანების დაშინებას ფედერალური კანონის სრული სიმკაცრით ვუპასუხებთ, - ამის შესახებ აშშ-ის გენერალური პროკურორი, პემ ბონდი X-ზე წერს.
„ახლახან ვესაუბრე მინესოტელ პასტორს, რომლის ეკლესიაც თავდასხმის სამიზნე გახდა.
სამართალდამცავ ორგანოებზე თავდასხმებსა და ქრისტიანების დაშინებას ფედერალური კანონის სრული სიმკაცრით ვუპასუხებთ.
თუ შტატების ლიდერები უარს იტყვიან პასუხისმგებლობით იმოქმედონ უკანონობის თავიდან ასაცილებლად, იუსტიციის დეპარტამენტი მობილიზებული დარჩება ფედერალური დანაშაულების დევნისა და კანონის უზენაესობის აღსადგენად“, - წერს პემ ბონდი.