აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი 20 იანვარს დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე სასაუბროდ ვლადიმირ პუტინის სპეციალურ წარმომადგენელს, კირილ დმიტრიევს შეხვდებიან. ამის შესახებ Axios წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
„რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი, დმიტრიევი, ხვალ დავოსში შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებს, უიტკოფს და კუშნერს, რათა განიხილონ აშშ-ის სამშვიდობო გეგმა, დაადასტურა საკითხთან დაკავშირებულმა წყარომ“, - დაწერა გამოცემის ჟურნალისტმა ბარაკ რავიდმა X-ზე.