საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესპანეთში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
მთავრობის მეთაური ტრაგედიას სოციალურ ქაელ X-ში ეხმაურება.
“გულწრფელად ვუსამძიმრებ ესპანეთში მომხდარი ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. ამ რთულ დროს ჩვენი ფიქრები დაშავებულებთან და ესპანელ ხალხთანაა”, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.