სამხრეთ ესპანეთში მასშტაბური სარკინიგზო კატასტროფა მოხდა: ჩქაროსნული მატარებელი ლიანდაგიდან შემხვედრ ლიანდაგზე გადავიდა და მეორე ჩქაროსნულ მატარებელს შეეჯახა. სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.
ამის შესახებ Associated Press იუწყება.
ტრაგიკული შემთხვევა 18 იანვარს, საღამოს ქალაქ კორდობასთან მოხდა.
ეროვნული სარკინიგზო ოპერატორის, Adif-ის ცნობით, მალაგასა და მადრიდს შორის მოძრავი საღამოს მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და მადრიდიდან უელვაში მიმავალ შემხვედრ მატარებელს დაეჯახა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შეჯახების დროს ორივე მატარებელში დაახლოებით 500 მგზავრი იმყოფებოდა.
შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ სულ მცირე ერთი სამგზავრო ვაგონი ოთხმეტრიან ფერდობზე დაგორდა.
კატასტროფის შემდეგ მადრიდსა და ანდალუსიას შორის სარკინიგზო მოძრაობა შეჩერდა.