დანიაში გრენლანდიის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
Reuters-ის ცნობით, შაბათს დანიაში გამართულ დემონსტრაციას სახელწოდებით - „ხელები შორს გრენლანდიიდან“ ათასობით ადამიანი შეუერთდა, რომლებიც სკანდირებდნენ „გრენლანდია არ იყიდება“ და აფრიალებდნენ გრენლანდიის წითელ-თეთრ დროშას.
„ძალიან მადლიერი ვარ იმ უზარმაზარი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ, გრენლანდიელები, ვიღებთ... ჩვენ ასევე ვუგზავნით მსოფლიოს გზავნილს, რომ ყველამ უნდა გამოიღვიძოთ“, - განაცხადა დანიაში გრენლანდიელების ორგანიზაცია Uagut-ის თავმჯდომარემ, ჯული რადემახერმა.
მისი თქმით, "გრენლანდია და გრენლანდიელები უნებურად დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის ფრონტზე გადავიდნენ".