თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, სტივენ მილერმა, განაცხადა, რომ გრენლანდიის დანიისთვის მიკუთვნება უსამართლოა, რადგან კოპენჰაგენს კუნძულის დაცვა არ შეუძლია.
ამის შესახებ მან Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ინტერვიუში მილერმა განაცხადა, რომ დანიამ ვერ შეძლო გრენლანდიის დაცვა და შესაბამისად, არ აქვს მისი ფლობის უფლება.
„მათ არ შეუძლიათ გრენლანდიის ტერიტორიის კონტროლი. 500 წლის განმავლობაში არსებული ყველა სამართლებრივი ნორმის თანახმად, იმისათვის, რომ აკონტროლო ტერიტორია, უნდა შეძლოთ მისი დაცვა, გაუმჯობესება და დასახლება და დანიამ ყველა ეს მოთხოვნა ვერ შეასრულა“, - თქვა ოფიციალურმა პირმა.
მილერის თქმით, ვაშინგტონი „უსამართლოდ“ მიიჩნევს, რომ აშშ გრენლანდიის დაცვისთვის „იხდის“ მაშინ, როდესაც ის დანიის კონტროლის ქვეშაა.
„ეს უსამართლო გარიგებაა. და რაც მთავარია, ეს უსამართლოა ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიმართ, რომლებიც თაობების განმავლობაში აფინანსებდნენ ევროპის მთელ თავდაცვას“, - განაცხადა მილერმა.
ოფიციალურმა პირმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გრენლანდია კრიტიკულად მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული ინტერესებისთვის.
მანამდე მილერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „ზესახელმწიფოა“ და შესაბამისად იმოქმედებს.
მისივე განცხადებით, აშშ თავის შეიარაღებულ ძალებს ამერიკული ინტერესების დასაცავად სინდისის ქენჯნის გარეშე გამოიყენებს.