16 იანვარს ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა დაამტკიცა გადაწყვეტილება უკრაინისთვის 98 მილიონი ევროს ოდენობის თავ დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ.
ახალ პაკეტში შემავალი თავდაცვის შესაძლებლობების ღირებულება დაახლოებით 98 მილიონი ევროა.
სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ფინეთმა უკრაინას სამხედრო დახმარება გაუწია, რომლის საერთო ღირებულება დაახლოებით 3.1 მილიარდ ევროს შეადგენს.
ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა აღნიშნა, რომ ამჯერად პაკეტი დაჩქარებული წესით მომზადდა უკრაინის ამჟამინდელი ყველაზე კრიტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
მისი თქმით, ფინეთის თავდაცვის ინდუსტრიის მიერ უკრაინის მხარდაჭერის შესყიდვების პროგრამა 2026 წელსაც გაგრძელდება.
„ფინეთი აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას თავდაცვითი მასალებით, რადგან ეს არის ყველაზე ეფექტური გზა სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად“, - აღნიშნა ჰაკანენმა.
ოპერატიული მიზეზების გამო და დახმარების უსაფრთხო მიწოდების უზრუნველსაყოფად, ფინეთის თავდაცვის სამინისტრო არ ამჟღავნებს დეტალებს პაკეტის შიგთავსის, მიწოდების მეთოდებისა და გრაფიკის შესახებ.