ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაახლოებით 2000 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ირანელმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს განუცხადა. მისი თქმით, გარდაცვლილებს შორის არიან როგორც სამოქალაქო პირები, ასევე უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები.
მისივე თქმით, როგორც მომიტინგეების, ასევე უსაფრთხოების პერსონალის სიკვდილის უკან ტერორისტები დგანან.
გამოცემის შეფასებით, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით გამოწვეული არეულობა ირანის ხელისუფლებისთვის, სულ მცირე, სამი წლის განმავლობაში ყველაზე დიდ შიდა გამოწვევას წარმოადგენს.
ირანში რამდენიმე დღეა ინტერნეტი გათიშულია, რაც ქვეყნიდან ინფორმაციის და მონაცემების მიღებას მნიშვნელოვნად ართულებს.
მანამდე, ორგანიზაცია Iran Human Rights-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანში საპროტესტო აქციების დროს 648 მომიტინგე დაიღუპა. ზოგიერთი მონაცემით, კი დაღუპულთა რაოდენობამ 6000-ს გადააჭარბა.