დიდ ბრიტანეთს სურს, უკრაინაში განათავსოს ბალისტიკური რაკეტები, რომლებსაც მოსკოვამდე მიღწევის შესაძლებლობა აქვთ. ამის შესახებ The Sun წერს.
საუბარია Nightfall ტიპის რაკეტებზე, რომლებსაც 200-კილოგრამიანი ქობინების გადატანა შეუძლიათ და მათი მოქმედების რადიუსი 310 მილია, ანუ თითქმის 500 კილომეტრი, რაც „საკმარისია იმისთვის, რომ მოსკოვს ბრძოლის ველიდან დაარტყან“.
„დიდი ბრიტანეთი ეძებს ფირმებს, რომლებიც 9 მილიონი ფუნტის ღირებულების კონტრაქტის ფარგლებში შეიმუშავებენ, განავითარებენ და მიაწვდიან პირველი სამი სატესტო რაკეტის გაშვების პროექტს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ჟურნალისტები წერენ, რომ ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ჯონ ჰილიმ, რომელიც ხუთშაბათს კიევში იმყოფებოდა, როდესაც რუსეთმა საჰაერო რაკეტებითა და დრონებით თავდასხმა განახორციელა, დაადასტურა უკრაინისთვის რაკეტების წარმოების განზრახვა.
მან ასევე გაიხსენა, თუ როგორ მოუწია მის მატარებელს სასწრაფო გაჩერება საჰაერო განგაშის ჩართვის შემდეგ.
„ეს იყო სერიოზული მომენტი და მკაცრი შეხსენება დრონებითა და რაკეტებით დაბომბვისა, როდესაც უკრაინელებს ნულს ქვემოთ ტემპერატურაზე თავს დაესხნენ. ჩვენ ამას არ შევეგუებით და ვაპირებთ, უკრაინელებს მოწინავე იარაღი მივაწოდოთ, რომლითაც ისინი რუსებს წინააღმდეგობას გაუწევენ“, – თქვა ჰილიმ.