აშშ-ის სანაპირო დაცვამ კარიბის ზღვაში კიდევ ერთი ნავთობტანკერი, სახელწოდებით M/T Sophia დააკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხომალდი ეკუთვნის რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს, რომელიც ვენესუელიდან რუსეთის საჭიროებებისთვის ნავთობის გადასაზიდად გამოიყენებდა.
აშშ-ის სამხრეთ სარდლობის განცხადებით ომის დეპარტამენტმა, უსაფრთხოების დეპარტამენტთან კოორდინაციით, ინციდენტების გარეშე დააკავა ტანკერი, რომელსაც არცერთი ქვეყნის დროშა არ ჰქონდა და ჩრდილოვან ფლოტს განეკუთვნებოდა.
„გემი, M/T Sophia, საერთაშორისო წყლებში გადაადგილდებოდა და კარიბის ზღვაში უკანონო საქმიანობას ახორციელებდა. აშშ-ის სანაპირო დაცვას M/T Sophia აშშ-ში გადაჰყავს საბოლოო განთავსებისთვის. ოპერაცია „სამხრეთის შუბის“ მეშვეობით, ომის დეპარტამენტი ურყევად აგრძელებს თავის მისიას, ჩაახშოს უკანონო საქმიანობა დასავლეთ ნახევარსფეროში. ჩვენ დავიცავთ ჩვენს სამშობლოს და აღვადგენთ უსაფრთხოებას და ძლიერებას მთელ ამერიკაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე, აშშ-მა ვენესუელასთან და რუსეთთან დაკავშირებული ნავთობის ტანკერი დააკავა.