ვნახეთ, რომ თითქმის 200 საუკეთესო ამერიკელი კარაკასის ცენტრში შევიდა, ვნახეთ, რომ რუსულმა საჰაერო თავდაცვამ არც ისე კარგად იმუშავა, -ამის შესახებ აშშ-ის ომის დეპარტამენტის მდივანა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ ჩაძირავს ნარკოტიკების გადამზიდავ ყველა გემს, რომელიც აშშ-ის მიმართულებით იმოძრავებს.
"ჩვენ ჩავძირავთ ნარკოტიკების გადამზიდავ ყველა გემს, რომელიც ჩვენი მიმართულებით წამოვა, აღვადგენთ შეკავების მექანიზმს. ჩვენს სამხრეთ საზღვარზე, საიდანაც წინა ადმინისტრაციის დროს ჩვენთვის უცნობ ადამიანებს შემოჭრის საშუალება ჰქონდათ, შვიდი თვის განმავლობაში ნულოვანი გადმოკვეთა დაფიქსირდა. ქვეყანა, რომელიც არ არის სუვერენული, არ არის ქვეყანა, რომელიც აღადგენს შეკავების მექანიზმს. ვნახეთ, რომ თითქმის 200 საუკეთესო ამერიკელი კარაკასის ცენტრში შევიდა. ვნახეთ, რომ რუსულმა საჰაერო თავდაცვამ არც ისე კარგად იმუშავა კარაკასის ცენტრში და დააკავეს ამერიკული მართლმსაჯულების მიერ ძებნილი ბრალდებული პირი ისე, რომ არც ერთი ამერიკელი არ დაღუპულა“ - აღნიშნა ჰეგსეთმა.