კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ ვენესუელაში მშვიდობიანი, ვენესუელის ხალხის მიერ წამართული გარდამავალი პროცესის მხარდაჭერა გამოხატა და მოუწოდა „ყველა მხარეს, პატივი სცენ საერთაშორისო სამართალს“. ამის შესახებ კარნი Х-ზე წერს.
კარნიმ აღნიშნა, რომ „კანადის ახალი მთავრობის მიერ 2025 წლის მარტში გადადგმული ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო ნიკოლას მადუროს სასტიკი რეპრესიული და კრიმინალური რეჟიმის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება“.
პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ „კანადამ არ აღიარა არალეგიტიმური მადუროს რეჟიმი მას შემდეგ, რაც მან 2018 წლის არჩევნები მოიპარა“.
„ამიტომ, კანადის მთავრობა მიესალმება ვენესუელელი ხალხისთვის თავისუფლების, დემოკრატიის, მშვიდობისა და კეთილდღეობის შესაძლებლობას. კანადა დიდი ხანია უჭერს მხარს მშვიდობიან, მოლაპარაკებების გზით და ვენესუელის ხელმძღვანელობით წარმართულ გარდამავალ პროცესს, რომელიც პატივს სცემს ვენესუელელი ხალხის დემოკრატიულ ნებას. კანონის უზენაესობის, სუვერენიტეტისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ ჩვენი დიდი ხნის ვალდებულების შესაბამისად, კანადა მოუწოდებს ყველა მხარეს, პატივი სცენ საერთაშორისო სამართალს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ვენესუელელი ხალხის სუვერენულ უფლებას, გადაწყვიტოს და ააშენოს საკუთარი მომავალი მშვიდობიან და დემოკრატიულ საზოგადოებაში.
კანადა დიდი ხანია უჭერს მხარს მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით, ვენესუელის მიერ წარმართულ გარდამავალ პროცესს, რომელიც პატივს სცემს ვენესუელელი ხალხის დემოკრატიულ ნებას“, - წერს კარნი.